ცხოველზე ძალადობის მორიგი შემთხვევა და ნაწამები ცხოველის მდგომარეობა

17

რამდენიმე საათში დაიწყება უპრეცენდენტო ოპერაცია, ვეტერინარული სამედიცინო ცენტრ ვეტ-მედში/ Veterinary Medical Center Vet-Med

ნაწამებ ძაღლს, თავის ქალას დეკომპრესიული ტრეპანაცია გაუკეთდება. ამ ოპერაციას ადამიანების ნეიროქირურგები ჩაატარებენ.

24 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცხოველზე სასტიკი მოპყრობის მძიმე კადრები, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. როგორც მოგვიანებით გამოკვლევების შედეგად გაირკვა, მას პირის ღრუს დამწვრობის კვალი არ აღენიშნება, რაც ექიმებს აძლევს ვარაუდის საფუძველს, პიროტექნიკა ცხოველის პირში არ აფეთქებული, მაგრამ გამოკვლევების შედეგად დასტურდება, რომ მიუსაფარი ცხოველის არის სასტიკად ნაცემი, მას თავის არეში მიყენებული აქვს მძიმე დაზიანებები, ბლაგვი საგნით, შემთხვევა ბაღდათში მოხდა.

თავდაპირველად, Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბაღდათიდან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლი, რომელსაც პირის ღრუდან სისხლი სდის.

მიუსაფარი ცხოველის მდგომარეობა მძიმეა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას.

0
0
Kateqoriya: Araşdırma, Kriminal
Sonrakı yazı
ჯარიმა 1000 და 3000 ლარი იქნება – საყურადღებო ინფორმაცია
Öncəki yazı
Sağlamlığı və əhval-ruhiyyəni qorumaq üçün qışda hansı meyvə və tərəvəzləri yemək lazımdır?