This is a specific ad

“ცესკოს შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება” – რა წერია დოკუმენტში?

47

Another advertisement

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ან ბლო­კი­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით და­ის­ჯე­ბა.

მთავ­რო­ბის შე­სა­ბა­მის დად­გე­ნი­ლე­ბას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ხელი 23 ოქ­ტომ­ბერს მო­ა­წე­რა.

დო­კუ­მენ­ტით ზუს­ტდე­ბა ის სტრა­ტე­გი­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ან ბლო­კი­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით და­ის­ჯე­ბა.

ობი­ექ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია მათ შო­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის შე­ნო­ბაც.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა:

ა) სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნოს ან/და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის/და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, აგ­რეთ­ვე ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ან/და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი;

ბ) სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა;

გ) სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა;

დ) სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­სა და სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი;

ე) სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა;

ვ) მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ან/და მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი;

ზ) სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი;

თ) ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რა­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა;

ი) სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა;

კ) სა­ქარ­თვე­ლოს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა;

ლ) სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა;

მ) სა­ელ­ჩო­ე­ბი და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი;

ნ) სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა;

ო) სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო;

პ) სა­სა­ზღვრო გამ­ტა­რი პუნ­ქტი;

ჟ) სა­ზღვრის დაც­ვის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ობი­ექ­ტი;

რ) ნავ­თო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ცა­ვის ტერ­მი­ნა­ლი;

ს) გაზ­სა­ცა­ვი ობი­ექ­ტი, გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ობი­ექ­ტი, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ტე­მა (ობი­ექ­ტი);

ტ) გაზ­შემ­კრე­ბი სად­გუ­რი;

უ) ნავ­თობ და გაზ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ობი­ექ­ტი, მისი სა­წარ­მოო სიმ­ძლავ­რის მი­უ­ხე­და­ვად;

ფ) მა­ღა­ლი ძაბ­ვის ქვე­სად­გუ­რი (110 კვ და მეტი);

ქ) ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­და­ცე­მი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის მარ­თვის ობი­ექ­ტი და სის­ტე­მა;

ღ) იმ სა­წარ­მო­ე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იყე­ნე­ბენ რა­დი­ო­აქ­ტი­ურ ან/და ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს;

ყ) სა­ხელ­მწი­ფო ან სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო რე­ზერ­ვის სა­სა­წყო­ბო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა ან სა­თავ­სი;

შ) სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის (BSL) პირ­ვე­ლი ან მე-2 დო­ნის მქო­ნე ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აწარ­მო­ე­ბენ დაკ­ვირ­ვე­ბებ­სა და კვლე­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ებ­სა და სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე;

ჩ) თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სექ­ტო­რის სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა;

ც) ელექტრო­ნუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბის სა­ხა­ზო ნა­გე­ბო­ბა;

ძ) შპს „სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­რა­დი­ო­ცენ­ტრი­სა“ და მა­უ­წყებ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, სა­მა­უ­წყებ­ლო და ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ყვე­ლა სა­ხის ანძა;

წ) ნავ­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რია და აკ­ვა­ტო­რია (ნავ­მი­სად­გო­მე­ბი, ტერ­მი­ნა­ლე­ბი, ჰიდ­რო­ტექ­ნი­კუ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბი, შუ­ქუ­რე­ბი, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­ზღვაო სა­ნა­ვი­გა­ციო ნიშ­ნე­ბი, შე­სას­ვლე­ლი არხი);

ჭ) რკი­ნიგ­ზა, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი და სხვა სარ­კი­ნიგ­ზო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სარ­კი­ნიგ­ზო მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბა;

ხ) მა­გის­ტრა­ლუ­რი ნავ­თობ­სა­დე­ნი, გაზ­სა­დე­ნი და წყალ­სა­დე­ნი;

ჯ) მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი;

ჰ) აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რია.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ: „ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის მე-12 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის ან/და 330-ე მუხ­ლის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, დამ­ტკიც­დეს თან­დარ­თუ­ლი „სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხა“.

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის მი­ხედ­ვით: „ტე­ლე­რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბის ან კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ანდა სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ან ბლო­კი­რე­ბა, რა­მაც შე­ა­ფერ­ხა ან შე­ეძ­ლო შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან ობი­ექ­ტის ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ერთ წლამ­დე ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორ წლამ­დე. იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი: ა) ჯგუ­ფუ­რად; ბ) არა­ერ­თგზის, ის­ჯე­ბა გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი ვა­დით ორ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორი­დან ოთხ წლამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა 330-ე მუხ­ლის მოქ­მე­დე­ბის არე­ალს, „სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ან ბლო­კი­რე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ათი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე. ამ მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ან სხვა მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით თორ­მე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით“.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
„არავის გაატანოთ პირადობის მოწმობა, არავის აჩვენოთ ბიულეტენი აპარატში მოთავსებამდე. არც ფოტო გადაუღოთ“ – ნათია მეზვრიშვილი
Öncəki yazı
რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა