This is a specific ad

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთთან გაერთიანების მთავარი სიმბოლოს, „გაერთიანების თაღის“ დემონტაჟი განხორციელდა

45

Another advertisement

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთთან გაერთიანების მთავარი სიმბოლოს, „გაერთიანების თაღის“ დემონტაჟი განხორციელდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან გაერთიანება შეუძლებელია, ამიტომ ის მთავარ მტრად უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ NK News-ი სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, 19 იანვრით დათარიღებულ ფოტოებზე მონუმენტი ჯერ კიდევ ჩანს, 22 იანვრით დათარიღებულ ფოტოებზე კი აღარ.

„გაერთიანების თაღი“ 2001 წელს პირველი კორეული სამიტის ჩატარების აღსანიშნავად აშენდა, როდესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. მონუმენტზე გამოსახულია ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ორი კორეელი ქალი, რომლებსაც ხელში ერთიანი კორეის რუკა უჭირავთ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს
Öncəki yazı
Bu meyvə qaraciyəri təmizləyir, saç köklərini qidalandırır