This is a specific ad

ჩვენმა ჯარმა დიდი როლი ითამაშა ევროინტეგრაციის პროცესში – თავდაცვის მინისტრი

15

Another advertisement

 ჩვენმა ჯარმა დიდი როლი ითამაშა კანდიდატის სტატუსის [მიღებისა] და ევროინტეგრაციის პროცესში და ითამაშებს ყოველთვის. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ჯარს და მათ ოჯახებს, – ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ მიზნის მისაღწევად დიდი სამუშაო შეასრულა. 

„ზოგადად, ძალიან დიდი სამუშაო გასწია ჩვენმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრმა, მთელმა მთავრობამ სრული შემადგენლობით და ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ გამოწვევების ფონზე არათუ ჩამოვრჩით რამე სფეროში რომელიმე ქვეყანას, არამედ ჩვენი ქვეყანა ვითარდება სტაბილურად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და მომავალშიც შევინარჩუნებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო ერთადერთი დეკადა და ერთადერთი ხელისუფლება, როდესაც არ ყოფილა ომი. რა თქმა უნდა, ჩვენი გონივრული პოლიტიკით ამას მივაღწევთ ყოველთვის“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საელჩოები და საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენლობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის საქმეში – მიხეილ ხიდურელი
Öncəki yazı
The Drag Ball და Tbilisi Pride წარმოგიდგენთ!