This is a specific ad

ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ 20-დან 18 მუნიციპალიტეტში… “ნაცმოძრაობის” კანდიდატები ზღვარს მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში უახლოვდებიან” – კობახიძე.

12

Another advertisement

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კან­დი­და­ტე­ბი მყა­რად იგე­ბენ არ­ჩევ­ნებს 20-დან 18 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­და­ტე­ბი 50%-იან ზღვარს მხო­ლოდ 2 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უახ­ლოვ­დე­ბი­ან. “სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ფიქ­სირ­დე­ბა მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი­დევ უფრო მა­ღა­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა, რათა არ­ცერთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ და­ვუშ­ვათ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­საც ერ­თა­დერთ მიზ­ნად ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის კე­რე­ბის შექ­მნა აქვს და­სა­ხუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, უკვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩვე­ნი კან­დი­და­ტე­ბი მყა­რად იგე­ბენ არ­ჩევ­ნებს 20-დან 18 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. „ნაც­მოძ­რა­ო­ბის” კან­დი­და­ტე­ბი 2 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არი­ან ახ­ლოს 50%-იან ზღვარ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა ამომ­რჩევ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, რათა ბო­რო­ტე­ბამ არ­ცერთ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ გა­ი­მარ­ჯვოს. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის და­ხურ­ვამ­დე რჩე­ბა 4 სა­ა­თი, შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2024 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ჩა­ტარ­დე­ბა არა­ვი­თა­რი არ­ჩევ­ნე­ბი. ყვე­ლა ამომ­რჩე­ველს, რო­მე­ლიც ჯერ არ მი­სუ­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე და ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია არ­ჩე­ვა­ნი, მო­გი­წო­დებთ და გთხოვთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს შან­სი, რათა თქვე­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლა­რი­ზა­ცი­ის, ბო­რო­ტე­ბის, სი­ძულ­ვი­ლი­სა და სიც­რუ­ის და­მარ­ცხე­ბა­ში. „ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა“ და მისი კუთ­ვნი­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­ვუ­წო­დებ, თავი შე­ი­კა­ვონ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­გან, ნუ ეც­დე­ბი­ან და­ატ­რი­ა­ლონ ქა­რიშ­ხა­ლი ჭი­ქა­ში, აქ­ტი­ვის­ტებს მის­ცენ მუ­შა­ო­ბის, ხოლო ამომ­რჩე­ველს არ­ჩე­ვა­ნის მშვიდ გა­რე­მო­ში გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე რჩე­ბა 4 სა­ა­თი, მო­დით არ­ჩევ­ნებ­ზე და 8 სა­ათ­ზე ერ­თად ვი­ზე­ი­მოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
Öncəki yazı
Marneulidə avtomobil qəzası baş verib – FOTO