This is a specific ad

„ჩვენთვის მთავარია, შეიცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება – გახარია ამ პოზიციას იზიარებს“ – ანა ნაცვლიშვილი

72

Another advertisement

დღეს ორბელიანების სასახლეში ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა შედგეს. კონსულტაციები პრეზიდენტთან დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

კოალიცია “ძლიერი საქართველო” წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პოზიციები ყველას საკითხზე თანხვედრაში იყოს.

“პროცესი მიმდინარეობს. პროცესი საჭიროა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, იყოს ყველა საკითხი თანხმობის საგანი. ჩვენთვის მთავარი არის, რომ შეიცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება. გახარია ამ პოზიციას იზიარებს, ეთანხმება. ამ ხედვებში ჩვენ თანხვედრაში ვართ,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

“ძლიერი საქართველოს” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გუშინ გვიან ღამით ისევ კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

Kateqoriya: Gündəm, Maraqlı
Sonrakı yazı
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის სავარაუდოდ შეხვდება
Öncəki yazı
რუსეთი ბოლო 1 წლის განმავლობაში 2 მილიონმა მიგრანტმა დატოვა