This is a specific ad

ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა და სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება შეუძლია – ირაკლი კობახიძე

48

Another advertisement

იმპიჩმენტს აქვს სიმბოლური დატვირთვა, რადგან სალომე ზურაბიშვილს ისედაც გასდის ვადა დეკემბრის ბოლოს. იმპიჩმენტი ითვალისწინებს ერთი თვით ადრე მისი უფლებამოსილების შეწყვეტას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდება ნოემბრის ბოლოს და არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს.

“პრაქტიკული კუთხით კონსტიტუციის დამრღვევის და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება, ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას, მას უნდა დაერქვას თავისი სახელი და ამ იმპიჩმენტით დაერქმევა, როგორც მოღალატე ე.წ. პრეზიდენტს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა და მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია. შესაბამისად, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა. კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით“, – განაცხადა კობახიძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სტიქია ფოთში – უამინდობის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა
Öncəki yazı
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს – 22-24 ოქტომბერს მოსალოდნელი ამინდი