This is a specific ad

ჩვენ ახლა ვუყურებთ აშშ-ში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ – „მონროს დოქტრინიდან ტრამპის დოქტრინამდე“ – ზურაბ ქადაგიძე

14

Another advertisement

„ჩვენ ახლა ვუყურებთ აშშ-ში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ – „მონროს დოქტრინიდან ტრამპის დოქტრინამდე“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, რადიკალები საერთოდ არ ფიქრობენ, რამხელა გეოპოლიტიკური გადათამაშებები მიდის და ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რა სცენარსაც დამკვეთები აწვდიან.

„ამერიკის მეხუთე პრეზიდენტმა ჯეიმზ მონრომ გარკვეული შტატები შემოსაზღვრა და თქვა, რომ ამის იქით ამერიკის უკანა ეზოა და არცერთ ევროპელს არ აქვს უფლება, შემოვიდეს ამერიკაში და საკუთარი პოლიტიკა აწარმოოსო. დონალდ ტრამპს კი გაეხსნა მადა და გეუბნება, რომ ეს კი არა, კანადაც, მექსიკაც, ყველა არხიც, ყველა გასასვლელიც და მთლიანად, გრენლანდიიდან დაშვებული ნახევარი ოკეანეც უნდა იყოს ამერიკის კონტროლის ქვეშო.

ამ ფონზე, რადიკალები საერთოდ არ ფიქრობენ, რამხელა გეოპოლიტიკური გადათამაშებები მიდის – რატომ გრენლანდია, რა ხდება არქტიკაში, რუსეთის როლი და ა.შ. ისინი უბრალოდ აკეთებენ იმას, რა სცენარსაც დამკვეთები აწვდიან და ამ სცენარის გადაკეთებასაც ვერ ახერხებენ – ჭადრაკს თამაშობდნენ კიევში, ჭადრაკი ითამაშეს აქაც, აქციებისას. ისიც ვერ მოიფიქრეს, ლოტო ეთამაშათ; ქორწილი იყო კიევში, ქორწილი იყო თბილისშიც და ა.შ.“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ
Öncəki yazı
“საგრძნობლად აცივდება და იწვიმებს” – გაფრთხილება ამინდის შესახებ