This is a specific ad

ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი – მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

46

Another advertisement

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ  იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, „ქართული ოცნების“ თხოვნით, მხარი დაუჭირა. მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.

„სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა. ახლა თამამად შეგვიძლია მივმართოთ თითოეულ მათგანს – ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!პ. ს. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას ნაცმედიის მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის…პირიქით!!!მხოლოდ მშვიდობით!მხოლოდ ღირსებით!მხოლოდ კეთილდღეობით!მხოლოდ ევროპისკენ!“, –  წერს მამუკა მდინარაძე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bu ölkə F-16-ların ilk partiyasını Ukraynaya təhvil verib
Öncəki yazı
არცერთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთი განცხადებაც არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხო ქვეყანა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევით ასანქცირებს საქართველოს მოქალაქეებს – შალვა პაპუაშვილი