This is a specific ad

‘’ჩემი ახალი წელი’ – ნახატების კონკურსი მარნეულში

17

Another advertisement

მარნეულის ამერიკული კუთხე და მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აცხადებს ნახატების კონკურსს თემაზე ‘’ჩემი ახალი წელი’’.
მასში მონაწილეობა შეუძლიათ მარნეულის საჯარო სკოლების მოსწავლეებს 10-დან 18წლამდე .
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
– კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა;
–ნახატის ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა.
–ნახატი შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ A3 ფორმატის ქაღალდის ზომისა, ფანქრით, გუაშით, აკვარლით ან ბუნებრივი მასალებით.
ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
– დაგვიანებით მიღებული ნახატები არ განიხილება;
-კონკურსის მონაწილემ აუცილებლად უნდა მიუთითოს სახელი გვარი, სკოლა /კლასი და ტელეფონის ნომერი.
– გთხოვთ,მოიტანოთ ნაშრომები მარნეულის ამერიკულ კუთხეში ან მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში არაუგვიანეს 22 დეკემბრისა შემდეგ მისამართზე ქ.მარნეული, რუსთაველის 71ბ. (მარნეულის ბიბლიოთეკის შენობა)
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელთაც გადაეცემათ სიმბოლური პრიზები .
-საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577 59 07 67 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: marneuliamericancorner@gmail.com,
marneulilibrary@gmail.com 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstanda “Məktəblilərin İdman Olimpiadası” keçirilir
Öncəki yazı
8 დეკემბრის ვალუტის კურსი