This is a specific ad

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი – ათენში 19 წლის ქართველს ბრალი „სერიული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის“ წარუდგინეს

63

Another advertisement

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან ძალადობა პოლიციის მიმართაც სცადა და სამართალდამცველის დაჭრაც სურდა.

საბერძნეთის ტელევიზიის ინფორმაციით, დაკავებული მომხდარის შემდეგ სკოლის სარდაფში იმალებოდა. მისი ჩხრეკისას ამოღებულია დანაშაულის იარაღი – ჩაქუჩი და ორი დანა, ასევე ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი.

მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. თავდამსხმელის უმცორს ძმას კონფლიქტი ჰქონდა ამავე სკოლის მოსწავლე ნიგერიელ მოზარდთან, რის გამოც 19 წლის ქართელი მას სასტიკად გაუსწორდა.

მას ბრალი სერიული განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ნარკოტიკისა და ცივი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარუდგინეს

Kateqoriya: Cinayət, Dünya
Sonrakı yazı
რა ღირს ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთები?
Öncəki yazı
ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებთ, მათ შორის, უკრაინას იმ ჯალათი პუტინისგან საბოლოოდ დავიცავთ – ჯო ბაიდენი