Another advertisement
ორთაჭალაში, სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად, 15 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გორგასლის 41 ნომერში, კალანდაძის ქუჩის დასაწყისში მოხდა. სავარაუდოდ, გარდაცვლილია კიდევ ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო დაუგორდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.