This is a specific ad

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი, რომელმაც მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები საარჩევნო ყუთში ჩაყარა, დაკავებულია

44

Another advertisement
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„სულ რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, ყველა ინციდენტზე არის პასუხი. სხვათა შორის, ერთი რამეც უნდა ითქვას ბრალდებებთან და ხმის მრავალჯერ მიცემასთან დაკავშირებით, გუშინ, ნახეთ, ოდირის ხელმძღვანელს კითხეს კიდეც, მან დაასახელა ერთი ფაქტი, მარნეულის შემთხვევა, ის ადამიანი დაკავებულია და საქმის გამოძიება მიდის.
მეორე ფაქტი იყო, რომელზეც სხვათა შორის, საჩივარი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასაც აქვს დაწერილი, ეხება „ლელოს“ წარმომადგენელს. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ „ლელოს“ წარმომადგენელი იყო, რომელიც ბიულეტენების ჩაყრას ცდილობდა. ასე რომ ინციდენტი თუკი, რამე იყო, ყველაზე პასუხი გაცემულია. საჩივრებია შეტანილი, ყველა მათგანი განხილული იქნება, მაგრამ ყველა ამ ტყუილს, პასუხი გაეცემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
Sonrakı yazı
უმრავლესობა უფლებამოსილია მინიმუმ 76 ხმით დააკომპლექტოს მთავრობა, „ქართულ ოცნებას“ კი 89 მანდატი აქვს. ჩვენ შევიკრიბებით შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის თავზე და ჩვენი მანდატის ფარგლებში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას – ანრი ოხანაშვილი
Öncəki yazı
Macarıstanın xarici işlər naziri: “Suverenliyi, sülhü, ailəni və milli maraqları dəstəkləyən partiya qalib gəldi”