This is a specific ad

ყველაზე შედეგიანი ოლიმპიადა – საქართველომ, 206 ქვეყანას შორის, 24-ე ადგილი დაიკავა

78

Another advertisement

პარიზში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. ქართველი სპორტსმენების მონაგარით, საქართველომ, 206 ქვეყანას შორის, 24-ე ადგილი დაიკავა.  ეს კი უფრო მეტია, ვიდრე არაერთი უზარმაზარი სახელმწიფოს მონაგარი, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა თითქმის ორ მილიარდ ადამიანს აღწევს.

 

ინდოეთი – მოსახლეობა (+1,428 მილიონი), ოქროს მედალი მედალი (0)

 

პაკისტანი – მოსახლეობა (+241 მილიონი), ოქროს მედალი (1)

 

მექსიკა – მოსახლეობა (+129 მილიონი), მედალი (0)

 

ეგვიპტე – მოსახლეობა (+107 მილიონი), ოქროს მედალი (1)

თურქეთი – მოსახლეობა (+85 მილიონი), ოქროს მედალი (0)

 

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

 

ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)

 

ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)

 

თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)

 

კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Zuqdididə faciə – Mənzildə baş verən yanğında 2 əkiz yanaraq dünyasını dəyişdi digər əkizlər isə…
Öncəki yazı
მასშტაბური ხანძრის გამო, საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა