This is a specific ad

ღაზაში ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება მოძრავი მანქანებიდან აიღო

16

Another advertisement

ეგვიპტიდან ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე რამდენიმე სატვირთო მანქანა შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაფაში მანქანებს მოსახლეობა გაეკიდა და საკვების ყუთები მოძრავი სატვირთოებიდან გადმოიღეს. ზოგი კი მიწაზე დაყრილი ყუთებიდან იღებდა საკვებს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევა დღეს არაერთხელ მოხდა და ამბობენ, რომ მშიერი ხალხი სატვირთოებს აჩერებს და საკვებს პირდაპირ ადგილზე იღებს, რის გამოც დახმარების განაწილება მოსახლეობაში რთული ხდება.

7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდული რაოდენობა შედის.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
მარნეულში, მოქალაქე საკანალიზაციო ორმოში ჩავარდა
Öncəki yazı
დღეში რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროთ, რომ დემენცია არ დაგემართოთ – ახალი კვლევა