ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა

131

2023 წლის ნოემბერში, საქართველოდან საზღვარგარეთ 31,3 მლნ აშშ დოლარი (84,6 მლნ ლარი) გადარიცხა, რაც 2022 წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელზე, 0,5%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა თურქეთში, რომელზეც გადარიცხვების დაახლოებით 23% მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი 11,9%-ით და რუსეთი – 11,4%-ით.

უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც 2023 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა ასე გამოიყურება:

  • თურქეთი – 7,051 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 3,689 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია – 3,556 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა – 2,322 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი – 1,587 მლნ აშშ დოლარი
  • უზბეკეთი – 1,518 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ – 1,296 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი – 1,198 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია – 966 ათასი აშშ დოლარი
  • პოლონეთი – 908.5 ათასი აშშ დოლარი
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დღეში რამდენი ნაბიჯი უნდა გაიაროთ, რომ დემენცია არ დაგემართოთ – ახალი კვლევა
Öncəki yazı
ინგლისის პრემიერ-ლიგის გუნდის „ლუტონ თაუნის“ კაპიტანს, ტომ ლოკიერს მატჩის დროს გული გაუჩერდა