This is a specific ad

ქვეყანაში მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ოპოზიცია – ირაკლი კობახიძე

25

Another advertisement

ჩვენ 4 წლის თავზე ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას, ჩვეულებრივად მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, არის ცარიელი პიარი და სინამდვილეში ასეთ აქტებს ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება.

„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნებში, ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, გრძელდება არაერთი პროექტის განხორციელება, ვიწყებთ ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას, ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ირანული მედიის ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში 16 ტერორისტი გაანეიტრალეს
Öncəki yazı
პენტაგონი: აშშ-მა უკრაინას გაზაფხულიდან დღემდე დაპირებული სამხედრო დახმარების 83% გადასცა