This is a specific ad

ქვემო ქართლის მხარეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

38

Another advertisement

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, პავლე გამყრელიძესთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად სოფელ მუღანლოში, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, რეაბილიტაცია უტარდება 6 კილომეტრი გზის საფარს. პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.

სამუშაოების ღირებულება 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

Kateqoriya: Maraqlı, Region
Sonrakı yazı
Ürək və şəkər xəstələri hər gün 5 ədəd yeməlidir
Öncəki yazı
თუ ქრონიკული უძილობა, ხვრინვა გაწუხებთ – სპეციალისტი განმარტავს, ჯანმრთელობის რა პრობლემები შეიძლება შექმნას მან