This is a specific ad

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის დელეგატები წარადგინა

74

Another advertisement

“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.

დელეგატების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

გლდანი – ლადო ბოჟაძე;

ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე;

ისანი – ნიკა ელისაშვილი;

სამგორი – ვარლამ ლიპარტელიანი;

დიდუბე – ჩუღურეთი-გიორგი ვოლსკი;

ვაკე -ზუკა რურუა;

საბურთალო – აკაკი ალადაშვილი;

მთაწმინდა-კრწანისი – დავით კაჭარავა.

“ასეთია წარმოდგენილი შემადგენლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება “ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე, და თქვენ იცით, რომ ამის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ჩვენ პარტიას. ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაიყვანს ამ არჩევნებში ოცდაათ დეპუტატს.

შესაბამისად, სწორედ ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქსა და რეგიონს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მსოფლიოში, სიდიდით მეორე ალმასი აღმოაჩინეს
Öncəki yazı
Araşdırmalara görə, Qara dənizin suyunun keyfiyyəti sahilin bütün perimetri boyu norma daxilindədir