ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

1

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ააიპ „დემოსის“ ორგანიზებით, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე, მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი უკვე 8 წელია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტრადიციულად, ივნისის თვეში, მარნეულში იმართება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში წარმატებით მიიღეს მონაწიოლეობა ადგილობრივმა კონკურსანტებმა და დაიკავეს პირველი საპრიზო ადგილი: პირველი ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებული ინდივიდუალური შესრულებაში გახდა ანდრია მიშველიძე, ხოლო მეორე ასაკობრივი კატეგორიაში – ქრისტი ჯავახიძე.

კონკურს – ფესტივალის მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა – პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში.

0
0
Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
დიდ დიღომში ჰოკეის და ფიგურული ციგურაობის სტადიონის აშენება იგეგმება – ბიუჯეტი 50 მლნ ლარია
Öncəki yazı
Marneulidən olan iştirakçılar “Başqa Gürcüstan Haradadır” adlı gürcü ənənəvi mahnı müsabiqə-festivalının qalibi olub