This is a specific ad

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

77

Another advertisement
დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიმოიხილეს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტო და მასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს რიგ საკითხებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. ასევე, იქნება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
პარლამენტში განხილული იქნება ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“, „ანტიკორუფციული ბიუროს“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მესამე მოსმენით იქნება მიღებული.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირის დღის წესრიგით, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ. ასევე, პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
ირანმა რუსეთს უახლესი საჰაერო შეიარაღება გადასცა
Öncəki yazı
Parlamentin hüquq komitəsi prezidentin “Xarici agentlər” haqqında qanuna vetosunun ləğvini təsdiqləyib