This is a specific ad

ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა

60

Another advertisement

დავით შერაზადიშვილი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში უკვე განხორციელებული პროექტები.

„შეხვედრებზე მოსახლეობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ, მათი სწორი ხედვის გათვალისწინებით მჯერა, რომ წალკის მოსახლეობა 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის და ერთად გავიმარჯვებთ. მე კი ვიქნები ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება მათი ინტერესების დამცველი!“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი.

Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
“Gürcü arzusu”nun nümayəndəsi Davit Şerazadişvili Çalka sakinləri ilə görüşüb
Öncəki yazı
14 sentyabr tarixinə olan valyuta məzənnəsi açıqlanıb