This is a specific ad

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს

85

Another advertisement

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტალავერის, სავანეთის, ჭაპალასა და სამტრედოს მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა ადგილობრივებთან განიხილა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე შეაჯამა დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პოექტებზე.

“ჩვენ წლებია, ვმუშაობთ რათა, სოფლად მოსახლეობას გავუუმჯობესოთ ყოველდღიური საცხოვრებელი პირობები და ამ მიზნით სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

ამ დროისათვის ტალავერში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჭაპალაში კი, სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლას.

ჩვენს, თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის!”- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

Kateqoriya: Cəmiyyət, Siyasət
Sonrakı yazı
“Gürcü Arzusu- Demokratik Gürcüstan” partiyasının Bolnisi, Dmanisi, Tetritskaro və Tsalka təmsilçisi Davit Şerazadişvili seçki kampaniyası çərçivəsində əhali ilə görüşlərini fəal şəkildə davam etdirir
Öncəki yazı
İsrail ordusu “Hizbullah”ın Beyrutdakı əsas qərargahına zərbə endirib