This is a specific ad

„ქართული ოცნება” ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით – ირაკლი ღარიბაშვილი

54

Another advertisement

არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება” ამ არჩევნებს მოიგებს დიდიუპირატესობით, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინაივანიშვილის როლს და მის ფაქტორს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კიდევ უფროგააძლიერებს და გაამყარებს გუნდს .

„ჩვენ ყველამ კარგად მოვისმინეთ, თუ რა განცხადება გააკეთა ბატონმა ბიძინამ, მან თქვა, რომძალიან რთული დრო დგება, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მსოფლიოში და არსებობს სხვარისკები, რისი გადაზღვევაც არის აუცილებელი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო და არის ძალიანსწორი გადაწყვეტილება, რომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი. 

ოპოზიციის ეს განცხადება ძალიან სასოწარკვეთილად გამოიყურება. გასაგებია მათი მდგომარეობა, მე მესმის, როგორ მდგომარეობაში არიან, აბსოლუტურად განადგურებულები არიან, კარგად ვიცი დაჩვენ ყველამ კარგად ვიცით და მათი ეს განცხადებაც გასაგებია. სასაცილოა, რა თქმა უნდა. ბევრადუფრო რთულ მიზნებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისგამოსვლაში. ბევრად უფრო დიდ, დიად ეროვნულ მიზნებზე. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიანმნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება” ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ამგამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს და მისფაქტორს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტად დაბუსტავს და გააძლიერებს გუნდს და გაამყარებს, კიდევ უფრო მეტად სტაბილურს გახდის და განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს. რაც შეეხებაოპოზიციას, ოპოზიციაზეც თავად მოისმინეთ ალბათ ბატონი ბიძინას შეფასება, რომ ოპოზიცია დღესუკვე აღარ არსებობს, განადგურებულია ფაქტობრივად, არ ისმის ოპოზიციის არც ერთი ნორმალური, საღი კრიტიკა”, – განაცხადა პრემიერმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი $23 მილიარდია
Öncəki yazı
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 23.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა – სებ