This is a specific ad

ქართული მინერალური წყლის პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

53

Another advertisement

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლები​ს ექსპორტი მზარდ ტრენდზეა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ მსოფლიო ბაზარს 121,829.23 ათასი დოლარის წყალი მიაწოდა, რაც 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის 11 თვეში საქართველომ ექსპორტზე 104,550.83 ათასი დოლარის წყალი გაიტანა.

2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული წყლის მხოლოდ 8%-ი გავიდა ევროკავშირის ბაზარზე.

მიმდინარე სტატისტიკით, ქვეყნიდან ექსპორტირებული მინერალური თუ მტკნარის წყლის (ღირებულებით ჭრილში) ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 2023 წლის 22 თვეში 57,673.11 ათასი დოლარის ღირებულების წყალი გადაიზიდა. 

TOP-5 ბაზარი, სადაც საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლებს ყიდის:

  • რუსეთი – 57,673.11 ათასი დოლარი,
  • ყაზახეთი – 23,005.14 ათასი დოლარი,
  • უკრაინა – 12,645.69 ათასი დოლარი,
  • უზბეკეთი – 6,704.02 ათასი დოლარი,
  • ლიეტუვა – 6,673.68 ათასი დოლარი. 
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რა რეჟიმით იმუშავებს უქმე დღეებში შემოსავლების სამსახური – განცხადებ
Öncəki yazı
ბოლო 10 წლის განმავლობაში იმერული ხაჭაპურის ფასი თითქმის გაორმაგდა – როგორია ქვეყანაში ხაჭაპურის ინდექსი