This is a specific ad

ქართველი მეუღლე და ტრადიციული ქორწილი – გაიცანით ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც სამივე ქართული ანბანი ისწავლა და პრინსტონის უნივერსიტეტში ქართულ საგალობლებზე დისერტაცია დაიცვა

63

Another advertisement

ჯონ გრე­მი ამე­რი­კე­ლი მკვლე­ვა­რია, რო­მელ­საც უკვე ათწლე­უ­ლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს­თან დიდი კავ­ში­რი აქვს. მან ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბი შე­ის­წავ­ლა და უფრო მე­ტიც, ამე­რი­კე­ლებს გა­აც­ნო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა.

ჯონს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია აქვს. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლად. პრო­ფე­სორ­მა გრემ­მა პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო გა­ლო­ბის შე­სა­ხებ დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა.

ჯონ გრემს აქვს ძლი­ე­რი კავ­ში­რი ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტას­თან. 1998 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა არის ყვე­ლა­ზე დიდი ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს 260-ზე მეტ ქარ­თულ, ამე­რი­კულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას. ის მუ­შა­ობს აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მი­ა­ნი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე და ღი­რე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს კლი­მა­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯონ გრე­მის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა უჭერს მხარს.

მკვლე­ვა­რი იხ­სე­ნებს, რო­დის და რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბით, რის შემ­დე­გაც სა­მი­ვე ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ის­წავ­ლა.

ჯონ გრე­მი:

“მე ჯონ გრე­მი ვარ, მუ­სი­კის­მო­ცოდ­ნე, მკვლე­ვა­რი, მაქვს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თა­ვი­დან ქარ­თულ სა­ეკ­ლე­სიო გა­ლო­ბას გა­ვე­ცა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, რო­დე­საც კვლე­ვას ვა­კე­თებ­დი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე. და მა­შინ ვნა­ხე ან­საბლ “რუს­თა­ვის“ დის­კი.

შე­მიყ­ვარ­და ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბი რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კა­ლუ­რი რე­პერ­ტუ­ა­რი. არა­ფე­რი არ ვი­ცო­დი ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე, არც ენა­ზე და არც რე­ლი­გი­ა­ზე. თა­ვი­დან და­მა­ინ­ტე­რე­სა, რო­გორც სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კამ. იმ დროს გა­ვი­ცა­ნი ან­ჩის­ხა­ტის ტაძ­რის გუნ­დის წევ­რე­ბი და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამე­რი­კის ტუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­ვა­კე­თებ­დით.

ყველ­გან, სა­დაც კონ­ცერ­ტი იყო, მსმე­ნე­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ, ფეხ­ზე იდ­გნენ და კი­დევ სთხოვ­დნენ მუ­სი­კო­სებს სიმ­ღე­რა-გა­ლო­ბას. ქარ­თუ­ლის სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში რვე­ულ­ში ვწერ­დი ხოლ­მე ტექსტს, სა­მი­ვე ან­ბა­ნით. სა­მი­ვე ან­ბა­ნი მჭირ­დე­ბო­და კვლე­ვე­ბის­თვის იმი­ტომ, რომ სა­გა­ლობ­ლე­ბის ხელ­ნა­წე­რებ­ში სა­მი­ვე ან­ბა­ნია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

ჩემი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია 2006 წელს და­არ­სდა, თა­ვი­დან მახ­სოვს, ჩემი და იყო ჩა­მო­სუ­ლი. სტუმ­რად, ორი თვე, მინ­დო­და, მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა კა­ხე­თი და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ შა­ბათ-კვი­რა­ო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა კა­ხეთ­ში წას­ვლა”, – ამ­ბობს ჯონი.

ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი ეკა­ტე­რი­ნე დი­ა­სა­მი­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ჯვრის­წე­რა ჯვრის მო­ნას­ტერ­ში შედ­გა, ნეფე-დე­დო­ფალს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი ეცვა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ჯონ გრემს აქვს ძლი­ე­რი კავ­ში­რი ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტას­თან და თა­ვი­სი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა უჭერს მხარს. სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

“ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, ეს არის ხიდი ამე­რი­კა­სა და ქარ­თულ კულ­ტუ­რას შო­რის“, – ამ­ბობს ჯონ გრე­მი.

ის ასე­ვე სა­უბ­რობს იმ სტე­რე­ო­ტი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რაც ქარ­თვე­ლებს ამე­რი­კე­ლე­ბის მი­მართ ჰქონ­დათ:

“ეს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზრი, რაც ქარ­თვე­ლებს ჰქონ­დათ ამე­რი­კა­ზე 20 წლის წინ, ძრი­თა­დად, რა თქმა უნდა, არ არის სწო­რი. 20 წლის წინ ხში­რად ამ­ბობ­დნენ, – „ა, რა თბი­ლი ბიჭი ხარ, ამე­რი­კე­ლე­ბი ცივი ხალ­ხია“.

ეს სტე­რე­ო­ტი­პი უცხო იყო ჩემ­თვის, სა­ი­დან ჰქონ­დათ ეს აზრი, არც ვიცი. ალ­ბათ, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის პრო­პა­გან­და იყო“, – ამ­ბობს ჯონ გრე­მი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რას ნიშნავს შენი სახელი? – საქართველოში გავრცელებული ქალის სახელების განმარტება
Öncəki yazı
კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი, ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს – ირაკლი კობახიძე