This is a specific ad

ქარელში 28 წლის კაცს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს – პოლიციამ დანაშაულისთვის ძმები დააკავა

61

Another advertisement

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Çindən Rusiyaya qarşı gözlənilməz addım
Öncəki yazı
რა უნდა იცოდეთ, თუ ტელეფონს მთელი ღამე სატენზე ტოვებთ