Another advertisement
მიმდინარე წლის 21-22 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საკავშირო სპარტაკიადის, საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ჩემპიონის, მერაბ მერაბიშვილის სახელობის, ქვემო ქართლის ღია რეგიონული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა ფარიდ ვალიევმა(პირადი მწვრთნელი: ვაგიფ ფარაჯოვი), და 32 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.