This is a specific ad

ფეხით სიარული, როგორც გულის წამალი

52

Another advertisement

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ისეთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების ალბათობას. ფეხით სიარული სასარგებლოა არა მარტო პრევენციისთვის, არამედ გულსისხლძარღვთა სისტემის უკვე არსებული პრობლემების დროსაც.

სეირნობა უშუალოდ გულის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა მექანიზმით ახდენს ზეგავლენას, მაგალითად: სიარულის დროს აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, იზრდება გულის კუმშვადობა, გულისცემის სიხშირე, რეგულირდება მეტაბოლიზმი, იკლებს სისხლში შაქრის შემცველობა.

„დღეში საშუალოდ 30 ან მეტი წუთი სიარული ამცირებს გულის დაავადების, ინსულტის რისკს 35%-ით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის – 40%-ით“ – ავსტრალიის გულის ეროვნული ფონდი.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, კვირაში 5 დღე რეგულარული სიარული, დღეში 1 საათის მანძილზე, მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს.ავსტრალიის ეროვნული გულის ფონდის რეკომენდაციით, 18-64 წლის ყველა ზრდასრული ადამიანი კვირაში 150 წუთი (კვირაში ხუთი დღე, 30 წუთი ) უნდა ასრულებდეს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას.

“ზომიერად” ითვლება აქტივობა, თუ მის შესრულებას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება. თუ ფიზიკურად აქტიური არ ხართ, დასაწყისისთვის საკმარისია 10-წუთიანი სწრაფი სიარული

ფეხით სიარული, შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით, გულის რეაბილიტაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. სიარული ასევე მნიშვნელოვანი აქტივობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ გულის დაავადება ან გადატანილი აქვთ გულის შეტევა, თუმცა აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რათა ისწავლოთ, როგორ გაზარდოთ [ეტაპობრივად] უსაფრთხოდ თქვენი აქტივობის ინტენსივობა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
12 რეკომენდაცია: რა და როგორ (არ) შეასრულა საქართველომ
Öncəki yazı
Din xadimi narkotik cinayətinə görə həbs edilib