This is a specific ad

უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალი მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მოლოდინშია

15

Another advertisement

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, მედიასთან განაცხადა, რომ ის ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მოლოდინშია.

“ველოდები სატელეფონო ზარს მომდევნო დღეებსა და კვირებში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შემდეგ უკვე განვაგრძობთ სვლას,” – განაცხადა მაიკ უოლცმა ABC News-თან ინტერვიუში.

სერბეთის პრეზიდენტმა კი კიდევ ერთხელ შესთავაზა პუტინსა და ტრამპს საკუთარი ქვეყანა შეხვედრის ადგილად. ალექსანდ ვუვიჩის თქმით, მას შეუძლია ორივე პრეზიდენტის სრული უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს.

ტრამპისა და პუტინის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. განცხადება უწყების კომუნიკაციების ხელმძღვანელმა მედიასთან გააკეთა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებაზე უკვე მუშაობს. თემას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერიც. დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი ტრამპის სურვილს შეხვედრის შესახებ მიესალმება, თუმცა ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ არ გაკეთებულა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
Öncəki yazı
საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა