This is a specific ad

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 14 პირი

22

Another advertisement

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის დარტყმას ქალი და მისი სამი შვილი ემსხვერპლნენ. ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ორი თვის ჩვილია. მანამდე, ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს ბავშვების დედა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულა.

მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე დარტყმა გუშინ ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. იერიშის შედეგად დაშავდა ასევე 14 ადამიანი.

Sonrakı yazı
თბილისში, პირველ სამშობიაროში, ჩვილი გარდაიცვალა
Öncəki yazı
The Telegraph: პუტინი ტრამპის თანამდებობაზე მოსვლამდე, კურსკის დაბრუნებას ცდილობს