This is a specific ad

უკრაინამ გერმანიისგან ახალი სამხედრო დახმარება მიიღო

83

Another advertisement

გერმანიამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, ინფორმაცია გერმანიის მთავრობამ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  • 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა MARDER სათადარიგო ნაწილებით და საბრძოლო მასალით;
  • 10 ტანკი Leopard 1A5 სათადარიგო ნაწილებით და მათთვის საბრძოლო მასალა;
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T და IRIS-T SLS.
  • სამი სარაკეტო სისტემა HIMARS;
  • 21 ათასზე მეტი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი;
  • დრონების საწინააღმდეგო ოთხი სისტემა;
  • ორი საინჟინრო მანქანა DACHS სათადარიგო ნაწილებით;
  • ჯავშანმანქანა Bergepanzer 2 სათადარიგო ნაწილებით;
  • 4 WISENT 1 სათადარიგო ნაწილებით და გამნაღმველი აღჭურვილობით;
  • სამი დამცავი სისტემა AMPS ვერტმფრენებისთვის;
  • ღამის ხედვის ასი მოწყობილობა;
  • 15 საწვავის ტანკერი Zetros.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ, მაისის ბოლოს, ოდესაში ვიზიტის დროს განააცხადა.

ამ კვირაში კი გერმანიამ განაცხადა, რომ დანიასთან, ნორვეგიასთან და ნიდერლანდებთან ერთად უკრაინას გადასცემს 100 Patriot-ის ტიპის რაკეტას, საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელთაგან 30-ზე მეტი უკვე მიწოდებულია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İyunun 15-17-də Gürcüstanda gözlənilən hava şəraiti
Öncəki yazı
15-17 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი