This is a specific ad

„ტურიზმი და მშვიდობა“- საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

57

Another advertisement

27 სექტემბერს, საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემაა „ტურიზმი და მშვიდობა.“

მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნაყოფიერი დისკუსია მქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს