This is a specific ad

ტრამპმა ტიკტოკის ბლოკირება აშშ-ში 75 დღით გადაავადა

9

Another advertisement

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სოციალური პლატფორმა ტიკტოკის ბლოკირება 75 დღით უნდა გადავადდეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ვუბრძანებ გენერალურ პროკურორს შეერთებული შტატების სახელით კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად არ გაატაროს ზომები აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნებიდან 75 დღის განმავლობაში, რათა ჩემს ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა ტიკტოკთან დაკავშირებით განსაზღვროს მოქმედებები“, – წერია ბრძანების ტექსტში.

ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 17 იანვარს შეერთებულ შტატებში ტიკტოკის გამოყენება აკრძალა, თუ მას მისი მფლობელი კომპანია ByteDance-ი არ გაასხვისებს.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
წარმატებები პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის – ბენიამინ ნეთანიაჰუ
Öncəki yazı
როგორი ამინდია დღეს საქართველოში მოსალოდნელი