This is a specific ad

ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციაში დასაქმებული ოთხი ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

9

Another advertisement

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობიდან ათავისუფლებს ოთხ ადამიანს, რომელიც მანამდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული.

„ჩვენი პირველი დღე თეთრ სახლში ჯერ არ დასრულებულა! ჩემი საპრეზიდენტო საკადრო ოფისი აქტიურად არის დაკავებული წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ათასობით ადამიანის გამოვლენითა და გათავისუფლებით, რომლებიც ჩვენს ხედვას „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ არ ეთანხმება“, – დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე გათავისუფლებულები არიან: ჯო ანდრესი, რომელიც ბაიდენის დროს სპორტის, ფიტნესისა და კვების საპრეზიდენტო საბჭოში მუშაობდა, ყოფილი სამხედრო მარკ მილი, რომელიც ეროვნული ინფრასტრუქტურის მრჩეველთა საბჭოში მუშაობდა, ბრაიან ჰუკი, უილსონის მკვლევართა ცენტრიდან და კეიშა ლენს ბოტომსი, ექსპორტის საკითხებზე მომუშავე საპრეზიდენტო საბჭოდან.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
პირველი დოკუმენტები უკვე ხელმოწერილია – დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ
Öncəki yazı
პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების არდადებით რუსეთს ანადგურებს – ტრამპი