This is a specific ad

ტაშკენტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო გადაზღვევის ერთობლივი შესაძლებლობების შესახებ

55

Another advertisement

ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო – ქვეყნების წამყვანმა სადაზღვევო და გადამზღვევმა კომპანიებმა თანაშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის მიზანი რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი სადაზღვევო და გადაზღვევი კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, რისკების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ერთობლივი გადაზღვევის პორტფელის შექმნააა. 

მემორანდუმს  ხელი 2023 წლის 23 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მოეწერა. ხელმომწერები კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ლიდერი სადაზღვვეო და გადამზღვევი კომპანიები, აზ რე, აპექს ინშურანსი, ჰალიკი და ალდაგი არიან. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები (ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან) ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობაზე პოტენციური ინტერესი უკვე გამოიჩინა ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და თურქეთმა; მემორანდუმი ხელს უწყობს ბიზნესების გაერთიანებასა და საერთაშორისო თანამშრომლობიდან საერთო სარგებლის მოპოვებისკენ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თურქეთიდან ზღვის ლოკოკინების ექსპორტმა 20,5 მლნ დოლარს მიაღწია
Öncəki yazı
 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი გახანგრძლივდა | ავტოიმპორტიორები