This is a specific ad

“სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, მათ ურიგებენ “ამფეტამინს” თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს…” – პრეზიდენტი

36

Another advertisement

ეს არის მთელი ქვეყნის აჯანყება, ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ამჟამად რუსული რეპრესიები მიმდინარეობს.

“დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა.

მათ ურიგებენ „ამფეტამინს“ თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
Gəlirlər Xidmətinin 180-ə yaxın əməkdaşı hökumətin qərarına etiraz edib
Öncəki yazı
ძალოვნებს ნარკოტიკებს აძლევენ, რომ არ დაიღალონო – რამხელა შეურაცხყოფას აყენებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რეპუტაციასა და მთელ საქართველოს – ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე