Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ, 2025 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინამოსამზადებელი სამუშაოები და სამოქმედო გეგმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, კენან ომაროვის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებისა და კონსულტაციების გამართვის, ასევე დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფები.
აღსანიშნავია, რომ სოფლის კრებების გამართვა მარნეულის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 10 თებერვლიდან დაიწყება. პროცესში მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
2025 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 1 232 000 ლარი გამოიყო.