This is a specific ad

სომხეთში წყალდიდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა

74

Another advertisement

სომხეთის ჩრდილოეთში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სომხურ მედიას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ცხედრები აღმოჩენილ იქნენ – სანაჰინის ხიდთან, გარდაცვლილი სოფელ ფტხავანში მდინარიდან ამოიყვანეს, იგი  სოფელ ჰახტანაქის მკვიდრი 1948 წელს დაბადებული ავაგ ავაგიანია, კიდევ ერთი დაღუპული სარიბეკ ბალიანია, რომელიც სოფელ შნოხთან მდინარეში იპოვეს.

ბოლო მონაცემებით, ტავუშში ორი ხიდიდან ერთი დაინგრა, ერთი კი დაზიანდა. ასევე დაინგრა სამი საცხოვრებელი კორპუსი, დაიტბორა 45 სახლი, ორი სასტუმრო, 18 საზოგადოებრივი თავშერის და სხვა ობიექტი. ლორის რეგიონში დაინგრა ვანაძორ-ალავერდის საავტომობილო გზის 50 მეტრიანი მონაკვეთი, დაზიანდა მდინარე დებედზე არსებული სამი ხიდი, ასევე 70 შენობა და ობიექტი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დასახლების შესასვლელთან გზები და ხიდები დაზიანებულია ან დატბორილია, ისინი გარესამყაროს მოწყვეტილი არ არიან, მათთან დაკავშირება შესაძლებელია ალტერნატიული მარშრუტებით, რაც მათ საშუალებას აძლევს უზრუნველიყვნენ პირველადი დახმარებისთვის და საარსებოდ საჭირო სხვა საშუალებებით.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
“სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია” – მამუკა მდინარაძე
Öncəki yazı
რას გულისხმობს “ქართული ქარტია”, რომელიც ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა?