This is a specific ad

“სეტყვა, წვიმა, ძლიერი ქარი…” – ამინდის განახლებული პროგნოზი

63

Another advertisement

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს.

„24-25 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი.

24 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

თბილისში 24-25 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +25, +27 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა 24 მაისს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება, 25 მაისს კი დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 24 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისამდე უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება“.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İranın Baş Qərargahı helikopter qəzası ilə bağlı araşdırmanın ilkin nəticələrini açıqlayıb
Öncəki yazı
ABŞ Gürcüstan rəsmilərinə qarşı viza məhdudiyyətləri tətbiq edəcək