This is a specific ad

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული მაღალი დონის ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართა

46

Another advertisement

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

„მშვიდობის საერთაშორისო დღის ახალგაზრდებთან ერთად აღნიშვნა ჩვენ ერთგვარ ტრადიციად ვაქციეთ იმ მიზნითაც, რომ კიდევ ერთხელ, ერთად გავაჟღეროთ ძლიერი გზავნილი მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობაზე, ჩვენი ხალხის შერიგებისა და გაერთიანებისთვის; ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, უფლებები და უსაფრთხოება. გულითადად ვულოცავ მშვიდობის ჯილდოს წლევანდელ გამარჯვებულებს და რწმენას გამოვთქვამ, რომ ამგვარი წამახალისებელი ინიციატივები, შემდგომშიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, უფრო მეტი შემართებით ჩაერთონ მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რომელიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგების, ურთიერთგაგებისა და ნდობის აღდგენის მტკიცე სულისკვეთებით მიმდინარეობს,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეკრებილ საზოგადოებას და ახალგაზრდებს აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოთი დისტანციურად მიმართა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ,  ბიორნ ბერგემ. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა“ დაჯილდოვდა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული ახალგაზრდა დაჩი ახვლედიანი, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ –  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ცენტრი „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, გამარჯვებული ახალგაზრდები ქალაქ სტრასბურგში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში.

მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ დაწესებულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2021 წელს და ყოველწლიურად გადაეცემა ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, საკუთარი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის, ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის პროცესში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
AP: დონალდ ტრამპი ზელენსკის აღარ შეხვდება
Öncəki yazı
ერთადერთი მოლოდინი, რაც მე მაქვს კონგრესისგან და სენატისგან არის ის, რომ გამოიძიონ 2020 წელს ვინ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხში – შალვა პაპუაშვილი