This is a specific ad

საქსტატი – 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

40

Another advertisement

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4 პროცენტიანი მატებით, რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 31.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.2 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 5.07 და 1.96 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 20.1 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტია ჩამოსული, ჰკითხეთ, გაესაუბრეთ, რომელ ქვეყანაში უნახავთ ასეთი მშვიდობიანი, ლაღი დემონსტრაციები? – სალომე ზურაბიშვილი
Öncəki yazı
ლიეტუვის სეიმმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო