This is a specific ad

საქსტატი: 2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13 %-ით გაიზარდა

68

Another advertisement

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.7 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება…” – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
Öncəki yazı
შეიმუშავეს ტესტი, რომელიც ტვინის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოავლენს