This is a specific ad

საქართველოში რეკორდული რაოდენობის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაამონტაჟეს

56

Another advertisement

2020 წლის დასაწყისიდან, ქართული ბაღების დაახლოებით 180 ჰექტარი იყო გადახურული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ მხარდაჭერით განხორციელდა. უკანასკნელი მონაცემებით, 2023 წელს ამას კიდევ 65 ჰექტარი დაემატა, რაც პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

როგორც East-fruit-ი წერს, ნერგების შესყიდვის, წვეთოვანი მოსარწყავის დაყენებისა და სანერგეების დაარსების მხარდაჭერის გარდა, „დანერგე მომავალი“, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებას და მოდერნიზაციას, ასევე თანადაფინანსებას ახორციელებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებაში. ყურძენი, ჟოლო, მაყვალი, ვაშლი, მსხალი და ალუბალი – ეს კულტურები სპეციალურად შეირჩა, რადგან საქართველოში სეტყვის მიმართ ისინი ყველაზე მგრძნობიარეები არიან.

როგორც წესი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 10%-ს აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფ ზოლთან და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, არაუმეტეს მთლიანი ღირებულების 20%-ისა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებში ჯამურმა ინვესტიციამ 2020-2022 წლებში 2,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც თითოეული კულტურის ჰექტარზე დაახლოებით 18-20 ათასი დოლარია.

მთლიანობაში, პროგრამის დაწყებიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული 2023 წლის ახალი მონაცემების ჩათვლით, სუფრის ყურძენი სისტემების მთლიანი ფართობის 17%-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენს ვაშლი, ალუბალი და მსხალი იკავებს. 2023 წელს 65 ჰექტარი ახალი ინვესტიცია მხოლოდ ვაშლის ბაღებში განხორციელდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ვაშლს უჭირავს მთლიანი დაფარული ან უახლოეს მომავალში დასაფარი ფართობის მინიმუმ 71%.

ადგილობრივი ბაზრის მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები აუცილებელია ბიზნესისთვის, რომელიც ორიენტირებულია როგორც ახალი პროდუქტის ხარისხზე, ასევე რაოდენობაზე. ბევრმა მსხვილმა საწარმომ სისტემა მანამდეც დაამონტაჟა, სანამ მთავრობა დაიწყებდა ფინანსურ სტიმულირებას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებისთვის.

საქართველოში სისტემის დამონტაჟების მთავარი ფაქტორი სათანადო დაზღვევის არარსებობაა. ამჟამად დაზღვევა მცენარიდან ჩამოვარდნილი ხილის ზარალს ფარავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მონაწილეები ხაზს უსვამენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მნიშვნელობას, ასეთ სისტემებში ინვესტიციები მოიცავს ვაშლის, მსხლის, ალუბლისა და სუფრის ყურძნის ახალი ბაღების მთლიანი ფართობის მხოლოდ 16%-ს, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მხარდაჭერის პროგრამის დაწყების შემდეგ, 2020 წელს შეიქმნა.

მთავარ შეზღუდვად კი, სისტემების მაღალი ღირებულება სახელდება.

Kateqoriya: İqtisadiyyat
Sonrakı yazı
Ağır yol qəzası baş verdi-Avtomobil yandı, sürücü həyatını itirdi
Öncəki yazı
Gürcüstanda doluya qarşı sistemə tələbat rekord sayda artıb