Another advertisement
17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარნეულის მუნიციპალიტეტს ეწვია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონის მაცხოვრებელთა სოციალურ მდგომარეობაზე, სახელმწიფო სერვისების, მათ შორის, ხანდაზმულთათვის განკუთვნილი სერვისების მუშაობის ხარვეზებზე, განათლების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადრეული ქორწინების მანკიერ პრაქტიკასა და მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ბარიერებზე ისაუბრეს.
მარნეულში ვიზიტისას სახალხო დამცველი ასევე რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის, ჩაის სუფრის, აზერბაიჯანული ცეკვებისა და ხალიჩების ქსოვის ტრადიციას გაეცნო.