This is a specific ad

საქართველოს პრეზიდენტი პარტიებს ხელმოსაწერად „ქართულ ქარტიას” სთავზობს

65

Another advertisement

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ იგი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს ერთგვარ სამოქმედო გეგმას, “ქართული ქარტიის” სახით და პოლიტიკურ პარტიებს დრო  1 ივნისამდე მისცა რათა გადაწყვიტონ იღებენ თუ არა ამ ძალიან რთულ  პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ამ ნაბიჯების გადადგმასა და შესრულებაზე.

სადაც მან პოლიტიკურ პარტიებს მიმართა – “პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებასთანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა.”

პრეზიდენტის თქმით – “ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისათვის საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა!

სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით რას ნიშნავს – ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე! ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის – ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება – ეს უკვე მე არ მეხება.

სხვანაირი არჩევნები – დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავისი სახე, პროგრამა, მეობა.

ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ,,ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს!

სხვანაირი პარლამენტი – ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის, ის, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს.

სხვანაირი მთავრობა – ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით.

ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს   დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავლია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების ეს გზა. ამავე დროს, ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეეთეებამდე, რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს.”

თუმცა მანამ სანამ ზურაბიშვილი “ქართულ ქარტიას” შესთავაზებდა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ პოლიტიკურ პარტიებს განაცხადა, რომ მას ევალება, ყოველ შემთხვევაში იგი მიიჩნევს, რომ მას ევალება და აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, რომ მან უნდა უპასუხოს იმ მოლოდინებს რაც საზოგადოებას აქვს მის მიმართ და გადაწყვიტა მოსახლეობასთან ერთად დასახოს ის გზა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს პირველ რიგში საკუთარ თავთან და ამავდროულად ევროპასთან.

მისი თქმით: “ეს გზა – არჩევნების გზაა. ეს უკვე ვთქვი ამ დილით. 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად, მშვიდობით და სტაბილურობით! უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა. შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, ვერ ხედავდეს რომელ ძალას უნდა მიანდოს ეს მოლოდინები. ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ თუ აღარ სჯერა, დიდწილად, პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია, (ეს არავის ბრალია), სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, იმის დრო არაა, რომ მივეცეთ სწორედ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს.”

 

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
რას გულისხმობს “ქართული ქარტია”, რომელიც ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა?
Öncəki yazı
Evlənmək məqsədi ilə qız qaçırdan şəxsə sərhəd polisləri də kömək etdi