This is a specific ad

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელმა შეიხის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

46

Another advertisement

„ვინც არ უნდა იყოს ახლადარჩეული შეიხი, მხარს დავუჭერ და შეგვიძლია ერთადაც ვითანამშრომლოთ, თუ მოგვმართავენ”.

ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარემ ჰუსეინ იუსუბოვმა განაცხადა.

„პირველ რიგში, ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ რამინ იგიდოვმა მოახერხა ჩვენ მიერ დაარსებული სამმართველოს ინსტიტუტად გადაქცევა, ყველაფრის დალაგება და მისი მუსლიმებისთვის ერთ სამმართველოდ გადაქცევა.

ამისთვის მას მადლობას ვუხდი, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება. რაც შეეხება ახალი შეიხის საკითხს, სამმართველოში არიან განათლებული, ნიჭიერი, და პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც განხილვის შედეგად აირჩევენ ახალ შეიხს. მზაობას გამოვთქვამ მათთან თანამშრომლობაზე და წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში”, – განაცხადა ჰუსეინ იუსუბოვმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İstanbulun rəmzlərindən biri Azərbaycan bayrağının rəngləri ilə işıqlandırıldı – VİDEO
Öncəki yazı
Niko Ketsxoveli məktəb mükafatının qalibi Marneuli 2 saylı ictimai məktəbidir