This is a specific ad

საქართველომ თურქეთიდან ნატოს სტანდარტების შესაბამისი ჯავშანტრანსპორტიორები შეიძინა

86

Another advertisement

საქართველოს თავდაცვის ძალებმა თურქეთიდან ნატოს სტანდარტების შესაბამისი ახალი ჯავშანტრანსპორტიორი „VURAN“ შეიძინეს. სამხედრო ტექნიკის მიწოდება განხორციელდა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ინფორმაციას საქართველოს  თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალებმა ახალი, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორები VURAN მიიღო. მაღალი გამავლობის ჯავშანტექნიკის გადმოცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე სერგო ჯანელიძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიის „ASFAT“ გენერალური მენეჯერიც.

ჯავშანმანქანები VURAN აღჭურვილობითა და ქვესისტემებით სრულიად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
Öncəki yazı
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება