Another advertisement
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ, საქართველო ყოველთვის იყო ებრაელი ხალხის გვერდით მდგომი, ასეა დღესაც და მომავალშიც დარჩება ისრაელის მხარდამჭერად.
„ჩვენ რაც შეგვიძლია, საქართველოს რა შესაძლებლობებიც აქვს, ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც მათ მხარდასაჭერად. დამატებით დახმარებასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ცნობილი გახდება ყველასთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.