This is a specific ad

საქართველო თურქეთის უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკის TOP-5-შია

59

Another advertisement

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყანას 2,5 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია. აღნიშნული მაჩვენებელი კი 2019 წლის ნოემბრის მაჩვენებელს აღემატება.

ნოემბერში სტამბოლი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი. ქალაქს 1,3 მილიონი დამსვენებელი ეწვია. მეორე ადგილზეა საკურორტო ქალაქი ანტალია 348 411 ტურისტით. პირველ სამეულს ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვარზე მდებარე ედირნეს პროვინცია ხურავს 318 635 ტურისტით. 

ნოემბერში თურქეთში სტუმრების უმეტესობა რუსეთის, გერმანიის, ბულგარეთის, ირანისა და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მთლიანობაში წელს თურქეთს 46,7 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 10,6%-ით მეტი მაჩვენებელია

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის 11 თვეში თურქეთმა რეკორდული რაოდენობის საკრუიზო გემები და მგზავრები მიიღო.

„ჩვენს პორტებში საკრუიზო გემების რაოდენობამ 1167-ს მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 19,4%-ია, ხოლო საკრუიზო გემების მგზავრთა რაოდენობამ 1,5 მილიონს მიაღწია, რაც 51,6%-იანი ზრდაა“, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შესაბამისად თურქეთის მიზანი, წელიწადში 1,5 მილიონი კრუიზის მგზავრის მიღწევის შესახებ უკვე მიღწეულია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე და ვიღებდე გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ვინ არა – კახა კალაძე
Öncəki yazı
როგორც გვქონდა განსაზღვრული, წერეთლის გამზირი იანვარში დასრულდება – კახა კალაძე